სიახლეები

კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი "წიგნი, როგორც ინსპირაციის წყარო"

2018 წლის თებერვლიდან თბილისის მედიათეკების გაერთიანების სამივე ფილიალში იგეგმება ყოველკვირეული ინტერაქტიული შეხვედრების ციკლი. მოდერატორი: დრამატურგი ოთარ პერტახია, მედიათეკის მკითხველს გააცნობს ქართველი და უცხოელი ავტორის მხატვრულ ნაწარმოებს,რომელიც კინოსა და თეატრის ცნობილი რეჟისორებისათვის ხშირად წარმატებული, უფრო მეტიც, გენიალური ფილმებისა და სპექტაკლებისთვის ინსპირაციის წყარო გამხდარა. შერჩეული თემის მიხედვით, ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები მხატვრული და დოკუმენტური ფილმებიდან,რომელსაც საფუძვლად დაედო ლექციაზე განხილული რომელიმე კონკრეტული ავტორის ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოები. მოწვეული კომპეტენტური სტუმრების და პროექტის მონაწილეების ჩართულობით, გაიმართება თემის განხილვა. ( სტუმრები: კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი, კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე) ისაუბრებენ წიგნის, როგორც ინსპირაციის წყაროს მნიშვნელობაზე და არა მხოლოდ ხელოვანებისათვის, არამედ ნებისმიერი ადამიანის (მკითხველის) ცხოვრებაში. ოთარ პერტახია სცენარისტი, დრამატურგი. წარჩინებით დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტი სცენარისტის სპეციალობით (ერლომ ახვლედიანის სახელოსნო). მონაწილეობდა ტრენინგში IFA-SC - სამხრეთკავკასიის კინოპროექტებისა და სცენარების განვითარება და ტრენინგ-სემინარში „თანამედროვე ევროპული კინოწარმოება და კინოინდუსტრია“, პროგრამა „AVANTI“-ს ფარგლებში, ორგანიზებული შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ. 2014 წელს მისი სცენარით გადაღებული აზერბაიჯანული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „Down the River“ /რეჟ. ასიფ რუსტამოვი/, მსოფლიო პრემიერა შედგა კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში „East of the West“. ფილმი არის მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე, სადაც მიღებული აქვს არაერთი პრემია, მათ შორის ლოს-ანჯელესის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „SEEfest“ ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის (აღნიშნული ფესტივალი ტარდება ამერიკის კინოაკადემიის განსაკუთრებული მხარდაჭერით); ვენის საერთაშორისო კინოფესტივალის „LET’S CEE“ ჯილდო - პერსპექტიული დებიუტისთვის; აზერბაიჯანის პროფესიონალ რეჟისორთა, მსახიობთა და პროდიუსერთა ნაციონალური გილდიის მთავარი ჯილდო „გიზილ პერი“ („ოქროს ნიმფა“) საუკეთესო დებიუტისთვის და სხვ. 2014 წელს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი სახელწოდებით „პრელუდია“ (რეჟ. ანი ჟღენტი), რომლის სცენარის ავტორია ოთარ პერტახია, მონაწილეობდა საერთაშორისო მოკლე ფილმების ფესტივალზე „სესილი“. არის არაერთი გახმაურებული პიესის ავტორი, მათ შორის: „ლიფტში“, „სისხლიანი მერი“, „მაგნოლიები ამბებს ჰყვებიან“ და სხვ. მისი პიესები დადგმულია თბილისის სხვადასხვა თეატრში. 2013 წელს დრამატურგების საერთაშორისო ფესტივალზე „Restoration of the Present“ (სომხეთი, ქ. ერევანი), პიესა „ლიფტში“ ფესტივალის აღმოჩენად დასახელდა და კრიტიკის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ამჟამად კინოსტუდია „ქართული ფილმი“ იღებს პირველ ქართულ-თურქულ მხატვრულ ფილმს „ხიდი“, რომლის სცენარის ავტორია ოთარ პერტახია, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი, ფილმის პრემიერა 2018 წლის ბოლოსაა ჩანიშნული. ყოველი შეხვედრის თემა და ლოკაცია, წინასწარ გამოცხადდება და გაიგზავნება დარეგისტრირებულ წევრებთან. პროექტზე დასწრების მსურველები უნდა იყვნენ ან გახდნენ მედიათეკის წევრები, მათ უნდა ჰქონდეთ მოქმედი С ბარათი (ღირებულება 15 ლარი, მოქმედების ვადა 1 თვე) და გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია > https://goo.gl/forms/r2prLXkgDHhyLF993

დაიწყო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა “მედიათეკელი“

დაიწყო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა “მედიათეკელი“, რომელიც 30 სექტემბრიდან, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის, ნაძალადევის და ვარკეთილის ფილიალებში გაიმართება 6-დან 9 წლამდე ბავშვებისთვის და 10-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის. პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე. შეხვედრები გაიმართება შაბათს 13:00-დან 15:00 საათამდე, კვირაობით 14:00-დან 16:00-მდე. რეგისტრაცია შესაძლებელია მედიათეკის სამივე ფილიალში. შეხვედრები ჩატარდება ყოველ შაბათს, ხოლო ვაკის მედიათეკაში შაბათ-კვირას, დღის საათებში. პროგრამა შედგება საგნებისაგან: • მოგზაურობა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მსახიობებთან ერთად • ხატვის და ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი • „მუსიკის საათი “ • “გავეცნოთ ხელოვნებას“ • „ეკოსაათი“ • მკითხველთა კლუბი • ანიმაციის სამყარო (მხოლოდ 10-15 წლამდე მოზარდებისთვის) • თოჯინების ტექნოლოგია (მხოლოდ 10-15 წლამდე მოზარდებისთვის) პროექტის ფარლებში მოწვეულნი იქნებიან კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ თავიანთ პროფესიაზე და ბავშვებს მოუყვებიან საინტერესო ისტორიებს. ფასები და პირობები: ვაკის ფილიალში 3 თვიანი პროგრამის ღირებულებაა 75 ლარი, რაც ყოველთვიურად 1 ბავშვზე შეადგენს 25 ლარს. შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლების პაკეტებით: 3 თვის ერთიანად გადახდის შემთხვევაში 75-ის ნაცვლად გადაიხადეთ 60 ლარი. ფასდაკლება შეეხება საოჯახო პაკეტსაც, 2 ან მეტი ბავშვისთვის 3 თვიანი აბონემენტის ღირებულება 1 ბავშვზე უდრის 50 ლარს. ნებისმიერი ტიპის აბონემენტის შეძენისას ბავშვი გახდება მედიათეკის წევრი და ისარგებლებს 6 თვიანი საბაზისო პაკეტით, რისი საშუალებითაც ყოველდღე ექნება წვდომა მედიათეკის სამივე ფილიალის რესურსთან. ვაკის ფილიალში ინტერაქტიული შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს და კვირას, დღის საათებში. ნაძალადევის ფილიალში დაგეგმილ პროგრამებზე დასასწრები აბონემენტის 1 თვის ფასია 20 ლარი. ერთდროულად 3 თვის გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება და ფასი შეადგენს 50 ლარს. საოჯახო პაკეტი 2 ან მეტი ბავშვისთვის: 3 თვიანი აბონემენტის ფასი შეადგენს 1 ბავშვზე 40 ლარს. ნებისმიერი ტიპის აბონემენტის შეძენისას ბავშვი გახდება მედიათეკის წევრი და ისარგებლებს 6 თვიანი საბაზისო პაკეტით, რისი საშუალებითაც ყოველდღე ექნება წვდომა მედიათეკის სამივე ფილიალის რესურსთან. ნაძალადევის ფილიალში ინტერაქტიული შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს, დღის საათებში. ვარკეთილის ფილიალში დაგეგმილ პროგრამებზე დასასწრები აბონემენტის 1 თვის ფასია 15 ლარი. ერთდროულად 3 თვის გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება და ფასი შეადგენს 35 ლარს. საოჯახო პაკეტი 2 ან მეტი ბავშვისთვის: 3 თვიანი აბონემენტის ფასი შეადგენს 1 ბავშვზე 25 ლარს. ნებისმიერი ტიპის აბონემენტის შეძენისას ბავშვი გახდება მედიათეკის წევრი და ისარგებლებს 6 თვიანი საბაზისო პაკეტით, რისი საშუალებითაც ყოველდღე ექნება წვდომა მედიათეკის სამივე ფილიალის რესურსთან. ვარკეთილის ფილიალში ინტერაქტიული შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს, დღის საათებში. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 24 10 24; 599434147

მემორანდუმი ინტერნეტ ტელევიზიასთან „პოსტივი“

მემორანდუმი ინტერნეტ ტელევიზიასთან „პოსტივი“ 2017 წლის 11 ივლისს, თბილისის მედიათეკების გაერთიანებასა და ინტერნეტ ტელევიზია „პოსტივის“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს მედიათეკების დირექტორმა გურამ ნიკოლაშვილმა და ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა ნუგზარ რუხაძემ. მემორანდუმის ფარგლებში ინტერნეტტელევიზია ნაძალადევის რაიონის მედიათეკაში ჩაწერს გადაცემას „კონსერვატორია“. სურვილის შემთხვევაში, მედიათეკების წევრები შეძლებენ გადაცემების ჩაწერაზე დასწრებას. მემორანდუმი ხელს შეუწყობს მედიათეკების ნაძალადევის ფილიალების პოპულარიზაციას და ტექნოლოგიურ განვითარებას.

გაფორმდა მემორანდუმი მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრთან

2017 წლის 7 ივლისს, თბილისის მედიათეკების გაერთიანებასა და მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.მხარეებმა აიღეს ვალდებულებაგაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, ერთად განახორციელონ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტები, გაცვალონ სასწავლო და მხატვრული ლიტერატურის, ბეჭდური გამოცემებისა ელექტრონული მასალები. მხარეები იზრუნებენ მედიათეკის ფილიალებში სამუშაო სივრცეები დატვირთვის გაზრდაზე, ითანამშრომლებენ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნითტრეინინგების და სემინარების ორგანიზებაზე, მედიათეკისფილიალებშისაერთოსამუშაოსივრცისდატვირთულობისგაზრდაზე, საგრანტოპროგრამებისმოძიებასადასაგრანტოკონკურსებშიერთობლივმონაწილეობაზე.კვალიფიკაციისამაღლებისხელშეწყობისმიზნით,მხარეებიითანამშრომლებენტრეინინგების, სემინარებისდა სხვა ღონისძიებების ორგანიზებაზე. “მშიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი (ICPI)” არის არაკომერციული არასამთავრობო იურიდიული პირი, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ICPI შეიქმნა ახალგაზრდების ინიციატივით, რომელთაც აქვთ 8-10 წლიანი სამუშაო გამოცდილება არასამთავრობო სექტორში საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ორგანიზაციის მთავარი მისიაა მხარი დაუჭიროს სოციალურად აქტიურ ახალგაზრდებს, ინტეგრაციისა და მშვიდობის დამყარების პროცესებს, ხელი შეუწყოს უფრო განვითარებული, განათლებული და თანამედროვე საზოგადოების შექმნას. ორგანიზაციის მიზანია ხელი შუეწყოს ახალგაზრდების სულიერ, პერსონალურ და საგანმანათლებლო განვითარებას, მხარი დაუჭიროს აქტიური მოქალაქეობის იდეის, ინოვაციური მიდგომებისა და მოხალისეობის განვითარებას. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი მუშაობს სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით სხვადასხვა ჯგუფებთან, როგორიც არიან: ბავშვები, ახალგაზრდები, სტუდენტები, დევნილები და ა.შ. ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა ევროპულ ორგანიზაციებთან და აქტიურადაა ჩართული „Erasmus+” პროგრამაში ევროკომისიის ფარგლებში, ამასთანავე არის EVS (European Voluntary Service) მოხალისეების გამგზავნი და მიმღები ორგანიზაცია.

"პატარა მედიათეკელის" შემაჯამებელი ღონისძიება

თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალში "პატარა მედიათეკელის" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მონაწილე ბავშვებთან და პედაგოგებთან ერთად თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაციც დაესწრო. პატარებმა ახალი მედიათეკა დაათვალიერეს. მოეწყო ვიქტორინები განვლილი მასალის მიხედვით. ასევე გაიმართა მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა, რომლიდან შემოსული თანხაც ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდს გადაეცა. საბავშვო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის “მედიათეკელი" მეორე სეზონი 4 თვის განმავლობაში წარმატებით მიმინარეობდა თბილისის მედიათეკის ვაკის და ვარკეთილის ფილიალებში. პროექტი აერთიანებს რამდენიმე მიმართულების ინტერაქტიულ შეხვედრებს: მოგზაურობა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მსახიობებთან ერთად, ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, მუსიკის საათი, გავეცნოთ ხელოვნებას, ეკოსაათი (გარემოს დაცვა), ფოტოხელოვნება, უნარების სახელოსნო ,,ლეგო“, ფსიქოლოგია (სხეულის ენა), კინოსა და ანიმაციის სამყარო და მკითხველთა კლუბი. შემოდგომიდან პროექტი უკვე სამივე მედიათეკაში განახლდება და პატარებს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.