ჩვენ შესახებ
თბილისის მედიათეკა

,,თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მულტიმედიური ბიბლიოთეკების ქსელია, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით გაიხსნა  2013 წელს.  მედიათეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც თავის წევრებს სთავაზობს უახლეს წიგნად ფონდს სხვადასხვა ენებზე, წვდომას ელექტრონულ რესურსებთან, სამუშაო სივრცეს, ღონისძიებათა ფართო არჩევანს და ხელმისაწვდომ ინფრასტრუქტურას საქმიანი და შემოქმედებითი მიმართულებით. მედიათეკის წევრობა ფასიანია.  ამ დროისთვის ფუნქციონირებს სამი ფილიალი:  ვაკის, ვარკეთილის და ნაძალადევის რაიონებში.

მედიათეკის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქის მაცხოვრებელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ინტერესებს და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი სახის სერვისი არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსის გამოყენებით.

მედიათეკის  შენობები დაკომპლექტებულია  სამკითხველო დარბაზებით ბავშვებისა და მოზარდებისათვის, კომპიუტერული სივრცით და მულტიმედიური ოთახით, სადაც ეწყობა ფილმების ჩვენებები, კონფერენციები და შეხვედრები. მედიათეკის ამოცანაა, როგორც საკუთარი პროექტებისა და იდეების განხორციელება, ასევე დაინტერესებულ მომხმარებელთა და პარტნიორთა ხელშეწყობა.

 ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ შენობების პროექტის ავტორი არის ,,ლაბორატორია N-3”, რომელიც 2006 წლიდან არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში საქმიანობს. მედიათეკის ინფრასტრუქტურული და შინაარსობრივი კონცეფციის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო მარკეტინგული კვლევების ცენტრ ,,ესქპერტოს“ (,,EXPERTO” consulting and marketing research centre) დირექტორმა ლუდოვიკ ჟირომ.