ფილიალები
ნაძალადევი

ნაძალადევის მედიათეკა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ყველაზე ახალი ფილიალია. ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე შენობა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქიტექტურული ნამუშევარია, ფუნქციურად კი იდეალურადაა დაგეგმარებული. ფილიალი 2017 წლის მაისში გაიხსნა და, მას შემდეგ, არა მხოლოდ ნაძალადევის, არამედ მიმდებარე უბნების მოსახლეობისთვისაც უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრს წარმოადგენს.

მედიათეკის მომხმარებელი შეუძლია გახდეს ნებისმიერი, ვისაც მშვიდ გარემოში მუშაობა ან საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან სურს შეხვედრა. სერვისით  სარგებლობისთვის უნდა შეიძინოთ ერთჯერადი, ერთთვიანი ან სამთვიანი ბარათი, რომელსაც ადგილზე აიღებთ. ბარათით  შეგიძლიათ გაიტანოთ წიგნი, ადგილზე ისარგებლოთ ბიბლიოთეკით, wi-fi-თ, კომპიუტერული მომსახურებით; ასევე დაესწროთ პრეზენტაციებს და მედიათეკის სივრცეში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებს.

ნაძალადევის მედიათეკაში ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაცია „გენერატორი 9,8“, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო მოხალისეების დახმარებით სხვადასხვა საგანმანათლებლო-კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობს.

ბარათი ა ითვალისწინებს წიგნის ადგილზე მოხმარებას ან გატანას 10 დღით (ერთჯერადი გადავადებით), სამუშაო სივრცეს, კომპიუტერს, wi-fi-ს.

 ბარათ ბ-ს მფლობელებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ველოსიპედით - დღის განმავლობაში 30 წუთით, ვეტერანთა პარკის ტერიტორიაზე.

შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

სამუშაო განრიგი: სამშაბათი-კვირა, 11:00-21:00.

დასვენების დღე: ორშაბათი (ასევე ოფიციალური დასვენების დღეები).

მისამართი: ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი, ცოტნე დადიანის 164.

ტელ.: 2 24 10 40.