სიახლეები

მემორანდუმი ინტერნეტ ტელევიზიასთან „პოსტივი“

მემორანდუმი ინტერნეტ ტელევიზიასთან „პოსტივი“ 2017 წლის 11 ივლისს, თბილისის მედიათეკების გაერთიანებასა და ინტერნეტ ტელევიზია „პოსტივის“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს მედიათეკების დირექტორმა გურამ ნიკოლაშვილმა და ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა ნუგზარ რუხაძემ. მემორანდუმის ფარგლებში ინტერნეტტელევიზია ნაძალადევის რაიონის მედიათეკაში ჩაწერს გადაცემას „კონსერვატორია“. სურვილის შემთხვევაში, მედიათეკების წევრები შეძლებენ გადაცემების ჩაწერაზე დასწრებას. მემორანდუმი ხელს შეუწყობს მედიათეკების ნაძალადევის ფილიალების პოპულარიზაციას და ტექნოლოგიურ განვითარებას.

გაფორმდა მემორანდუმი მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრთან

2017 წლის 7 ივლისს, თბილისის მედიათეკების გაერთიანებასა და მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.მხარეებმა აიღეს ვალდებულებაგაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, ერთად განახორციელონ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტები, გაცვალონ სასწავლო და მხატვრული ლიტერატურის, ბეჭდური გამოცემებისა ელექტრონული მასალები. მხარეები იზრუნებენ მედიათეკის ფილიალებში სამუშაო სივრცეები დატვირთვის გაზრდაზე, ითანამშრომლებენ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნითტრეინინგების და სემინარების ორგანიზებაზე, მედიათეკისფილიალებშისაერთოსამუშაოსივრცისდატვირთულობისგაზრდაზე, საგრანტოპროგრამებისმოძიებასადასაგრანტოკონკურსებშიერთობლივმონაწილეობაზე.კვალიფიკაციისამაღლებისხელშეწყობისმიზნით,მხარეებიითანამშრომლებენტრეინინგების, სემინარებისდა სხვა ღონისძიებების ორგანიზებაზე. “მშიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი (ICPI)” არის არაკომერციული არასამთავრობო იურიდიული პირი, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ICPI შეიქმნა ახალგაზრდების ინიციატივით, რომელთაც აქვთ 8-10 წლიანი სამუშაო გამოცდილება არასამთავრობო სექტორში საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ორგანიზაციის მთავარი მისიაა მხარი დაუჭიროს სოციალურად აქტიურ ახალგაზრდებს, ინტეგრაციისა და მშვიდობის დამყარების პროცესებს, ხელი შეუწყოს უფრო განვითარებული, განათლებული და თანამედროვე საზოგადოების შექმნას. ორგანიზაციის მიზანია ხელი შუეწყოს ახალგაზრდების სულიერ, პერსონალურ და საგანმანათლებლო განვითარებას, მხარი დაუჭიროს აქტიური მოქალაქეობის იდეის, ინოვაციური მიდგომებისა და მოხალისეობის განვითარებას. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი მუშაობს სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით სხვადასხვა ჯგუფებთან, როგორიც არიან: ბავშვები, ახალგაზრდები, სტუდენტები, დევნილები და ა.შ. ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა ევროპულ ორგანიზაციებთან და აქტიურადაა ჩართული „Erasmus+” პროგრამაში ევროკომისიის ფარგლებში, ამასთანავე არის EVS (European Voluntary Service) მოხალისეების გამგზავნი და მიმღები ორგანიზაცია.

"პატარა მედიათეკელის" შემაჯამებელი ღონისძიება

თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალში "პატარა მედიათეკელის" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მონაწილე ბავშვებთან და პედაგოგებთან ერთად თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაციც დაესწრო. პატარებმა ახალი მედიათეკა დაათვალიერეს. მოეწყო ვიქტორინები განვლილი მასალის მიხედვით. ასევე გაიმართა მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა, რომლიდან შემოსული თანხაც ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდს გადაეცა. საბავშვო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის “მედიათეკელი" მეორე სეზონი 4 თვის განმავლობაში წარმატებით მიმინარეობდა თბილისის მედიათეკის ვაკის და ვარკეთილის ფილიალებში. პროექტი აერთიანებს რამდენიმე მიმართულების ინტერაქტიულ შეხვედრებს: მოგზაურობა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მსახიობებთან ერთად, ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, მუსიკის საათი, გავეცნოთ ხელოვნებას, ეკოსაათი (გარემოს დაცვა), ფოტოხელოვნება, უნარების სახელოსნო ,,ლეგო“, ფსიქოლოგია (სხეულის ენა), კინოსა და ანიმაციის სამყარო და მკითხველთა კლუბი. შემოდგომიდან პროექტი უკვე სამივე მედიათეკაში განახლდება და პატარებს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.

კარიერული განვითარების შემაჯამებელი შეხვედრა თბილისის მედიათეკაში

თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალში გაიმართა „კარიერული განვითარების“ შემაჯამებელი შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ პროექტის - „კარიერული განვითარების“ - შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მასში მედიაციის სახლის 30 ბენეფიციარი მონაწილეობდა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და წარმატებული კარიერის დაგეგმვა. შემაჯამებელ შეხვედრას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო და პროექტის მონაწილეებს წარმატებები უსურვა. ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალში გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ იურისტები, ახალბედა დიზაინერები, სტარტაპელები: იურისტი ანა ხარაიშვილი, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი სესილი სიჭინავა, სტარტაპელი დაჩი ჯანელიძე, კომპანია FREDO-ს დამფუძნებელი და მთავარი დიზაინერი სოფი უზნაძე, ვიდეო თამაშების დიზაინერი მერაბ გიგნაძე. მოწვეულმა სტუმრებმა ახალგაზრდებს პროფესიული არჩევანისა და წარმატების შესახებ მოსაზრებები გაუზიარეს. თეორიულ საკითხებთან ერთად, პროექტის დიდი ნაწილი დაეთმო დისკუსიებს, შემთხვევის/მაგალითების განხილვას, თემატურ სავარჯიშოებს და სხვა. მედიაციის სახლის ბენეფიციარებმა მოისმინეს სხვადასხვა შინაარსის სესიები. მათ შორის - რა არის კარიერის თანამედროვე კონცეფციები; თვითშემეცნება და მისი გავლენა კარიერაზე; წარმატებული კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესი; კარიერული გადაწყვეტილების მიღების პრობლემები; კარიერული დაგეგმვა და სხვა. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოისმინეს საქართველოში არსებული უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების შესახებ დეტალური ინფორმაციაც. „კარიერული განვითარების“ მონაწილეები საჯარო სკოლებიდან გადმომისამართებული დაინტერესებული მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც მედიაციის სახლის სხვადასხვა სერვისს იღებენ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში, რომელიც ნაძალადევის რაიონში მდებარეობს, არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად შეჭირვებულ, განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა.

ჯანსაღი ცხოვრების კვირეული

ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის და ახალგაზრდების მეტი აქტიურობისთვის 2017 წლის 8-11 ივნისს ეწყობა „ჯანსაღი ცხოვრების კვირეული“. კვირეული გაიხსნება 8 ივნისს, 19:00 საათზე, ვარკეთილისის მე-3 მასივში, შუამთის ქუჩაზე, #108 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღია ცის ქვეშ გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართული ბენდები „ქიმერა“,„არა“ და „პულსი“. ღონისძიებაზე ჯანსაღი ცხოვრების სტილის სხვადასხვა აქტივობები იქნება ახალგარზდებისთვის. 9 ივნისს, 17:00, ვარკეთილის მედიათეკაში ჩატარდება ნახატებისა და ფოტოების გამოფენა/კონკურსი, თემაზე ჯანსაღი ცხოვრების წესი. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები და მედიათეკის საწევრო ბარათები. 10 ივნისსმოეწყობა ექსტრემალური სპორტის სახეობების წარმოდგენა და ასევე საზაფხულო კინოჩვენება ჯანსაღი ცხოვრების თემატიკაზე. 11 ივნისს, 12:00 საათზე, გარდაბნის გზატკეცილზე კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება და მინი მარათონი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები მიიღებენ. სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადაეცამათ სასაჩუქრე ბარათები, რომლებიც საშუალებას მისცემთ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. კვირეულის მთავარი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. ჯანსაღი ცხოვრების კვირეულს ახალგაზრდებისთვის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის, მერიის სამგორის რაიონის გამგეობა ატარებს.

მედიათეკის ახალი ფილიალი ნაძალადევის რაიონში

თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში მედიათეკისრიგით მესამე ფილიალი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა მოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს სთავაზობს. ნაძალადევის რაიონში მდებარე ახალი მედიათეკა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ხელმძღვანელთან, გურამ ნიკოლაშვილთან ერთად გახსნა. „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მულტიმედიური ბიბლიოთეკების ქსელია, რომელიც მერიის ინიციატივით 2013 წელსგაიხსნა და კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმასწარმოადგენს.მედიათეკების გაერთიანება თავის წევრებს წიგნების (სხვადასხვა ენაზე) მუდმივად განახლებად ფონდს სთავაზობს. გარდა ამისა, მედიათეკაში მისულ სტუმრებს აქვთ წვდომა ელექტრონულ რესურსებთან, იყენებენ სამუშაო სივრცეებს.ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები. მედიათეკის წევრობა ფასიანია და, ამ დროისთვის, უკვე სამი ფილიალი ფუნქციონირებს: ვაკის, ვარკეთილის და ნაძალადევის. აღსანიშნავია, რომ მედიათეკების შენობები დაკომპლექტებულია სამკითხველო დარბაზებით, კომპიუტერული სივრცეებითა და მულტიმედიური ოთახებით, სადაც ეწყობა ფილმების ჩვენებები, კონფერენციები და სხვადასხვა ხასიათის შეხვედრები. მედიათეკების გაერთიანების ამოცანაა, როგორც საკუთარი პროექტების განხორციელება, ასევე, დაინტერესებულ მომხმარებელთა და პარტნიორთა ხელშეწყობა. ახალი მედიათეკის სამშენებლო სამუშაოები, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შ.პ.ს „ბლოკ ჯორჯიამ“ განახორციელა და დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 087 000 ლარი დაიხარჯა. მედიათეკების შენობების პროექტების ავტორი ,,ლაბორატორია N-3”-ა, რომელიც 2006 წლიდან არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში საქმიანობს. მედიათეკის ინფრასტრუქტურული და შინაარსობრივი კონცეფციის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო მარკეტინგული კვლევების ცენტრ ,,ესქპერტოს“ (,,EXPERTO” consulting and marketing research centre) დირექტორმა ლუდოვიკ ჟირომ. მედითეკების სამივე ფილიალში, ამ დროისათვის, 20 000-მდე წიგნი ინახება.

"წიგნის საერთაშორისო დღე მედიათეკაში"

სულაც არ არის წარმოუდგენელი, გახდე წიგნის ავტორი! ამისთვის გჭირდება იდეა, რომელსაც აქცევ ამბად, ილუსტრაციები და ლამაზი ყდა. პროექტის („წიგნის საერთაშორისო დღე მედიათეკაში“) ფარგლებში თქვენ გაქვთ საშუალება, მოსწავლეებს დაამზადებინოთ ხელნაკეთი წიგნები და გამოგზავნოთ ჩვენთან, მედიათეკაში, კონსკურსში მონაწილეობის მისაღებად. გამარჯვებული წიგნები გადაეცემა ბიბლიოთეკას, მედიათეკის წევრებს კი ექნებათ საშუალება, გაეცნონ თქვენს ნამუშევრებს. პროექტის საწყის ეტაპზე, 23 აპრილს, დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისა და კოორდინატორებისათვის ჩატარდა ვორქშოფი ვარკეთილის მედიათეკაში. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ ესწავლებინათ მოსწავლეებისათვის ხელნაკეთი წიგნების დამზადება. მომდევნო ეტაპზე, უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, მიუთითოთ თქვენი პოზიცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში და საკონტაქტო ინფორმაცია. გაითვალისწინეთ, კონკურსი განკუთვნილია დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისათვის. მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ თანდართულ ფაილი). საკონკურსო წიგნების ჩაბარების ბოლო ვადაა 10 მაისი. მედიათეკის ადმინისტრაცია საბავშვო მწერალთან ერთად გამოავლენს 10 საუკეთესო კონკურსანტს; დაჯილდოვდება 3 გამარჯვებული. https://goo.gl/forms/JYxCRleu7pnm1snA3

პროექტი ,,მედიათეკელის" მეორე სეზონი დაიწყო

25 თებერვლიდან, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკისა და ვარკეთილის ფილიალებში დაიწყო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა “მედიათეკელი“ ბავშვებისთვის (6-დან 9 წლამდე) და მოზარდებისთვის (10-დან 15 წლამდე). პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე და იგი ყოველ შაბათ-კვირას ჩატარდება. პროგრამა შედგება შემდეგი საგნებისაგან: მოგზაურობა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მსახიობებთან ერთად, ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, გავეცნოთ ხელოვნებას, მუსიკის საათი, მკითხველთა კლუბი, ფოტოხელოვნება, ანიმაცია და ეკოსაათი (გარემოს დაცვა). დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 241024

2016 წელს თბილისის მედიათეკამ განახორციელა მთელი რიგი საგანმანათლებლო პროექტები

1) ყოველკვირეული პროექტი ბავშვებისათვის ,,მკითხველთა კლუბი“, სადაც ახალგაზრდა მსახიობები ბავშვებს უკითხავენ წიგნებს, ასევე იმართება მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენებები. (ვაკის მედიათეკა) 2) პროექტი ,,მედიათეკელი“ ბავშვებისათვის, სადაც ყოველ შაბათს სხვადასხვა ხელოვნების დარგის წარმომადგენლები ბავშვებს მასტერკლასებს უტარებენ: ხელოვნებათმცოდნეობაში, ფოტოხელოვნებაში, მუსიკასა და ხატვაში. ბავშვები ,,ეკოსაათის“ მეშვეობით ეცნობიან გარემოს დაცვის საკითხებს. ასევე პროქეტ ,,მედიათეკელის“ ფარგლებში იმართება ,,საბავშვო თეატრის“ მსახიობების მიერ წიგნის კითხვა და გათამაშება. (ვაკის მედიათეკა) 3) სკოლების ორგანიზებული ვიზიტები. 4) ინტელექტუალური შეჯობრი სკოლებს შორის ,,დებატები“, რომელიც სამგორის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ჩატარდა. (ვარკეთილის მედიათეკა) 5) თბილისის მედიათეკა შეუერთდა საქველმოქმედო აქციას ,,ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი“ (ვაკის მედიათეკა) 6) 2016 წლის ივნისიდან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს “დემოკრატიის მხარდაჭერა 2016“ პროგრამის ფარგლებში თბილისში, კერძოდ კი ვარკეთილის რაიონში დაიწყო პროექტის „Varketili Urban Activity LAB: Community Driven Neighborhood Renewal in Multi-ethnic Suburb of Tbilisi” განხორციელება. პროექტი, რომელიც თანადაფინანსებულია სოლიდარობის ფონდის (Solidarity Fund) მიერ, ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია განვითარების პოლიტიკის ფონდი (Development Policy Foundation) პარტნიორებთან ერთად: თბილისის მედიათეკების გაერთიანება, სათემო ცენტრი „საქართველოს ეზიდთა სახლი“, პარტიზანული მებაღეობა, ევროპა ჩვენი სახლი და ახალგაზრდა ჰუმანისტთა ასოციაცია. 7) ,,ჩვენ და პატარა მკითხველები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 12 წლამდე ასაკის, სამგორის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. მათ ევალებოდათ წიგნების წაკითხვა და შემდეგ საყვარელი პერსონაჟების დახატვა, წიგნზე მსჯელობა და სიუჟეტის გათამაშება. (ვარკეთილის მედიათეკა)