სიახლეები
30 დეკემბერი 2016

2016 წელს თბილისის მედიათეკამ განახორციელა მთელი რიგი საგანმანათლებლო პროექტები

1) ყოველკვირეული პროექტი ბავშვებისათვის ,,მკითხველთა კლუბი“, სადაც ახალგაზრდა მსახიობები ბავშვებს უკითხავენ წიგნებს, ასევე იმართება მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენებები. (ვაკის მედიათეკა) 2) პროექტი ,,მედიათეკელი“ ბავშვებისათვის, სადაც ყოველ შაბათს სხვადასხვა ხელოვნების დარგის წარმომადგენლები ბავშვებს მასტერკლასებს უტარებენ: ხელოვნებათმცოდნეობაში, ფოტოხელოვნებაში, მუსიკასა და ხატვაში. ბავშვები ,,ეკოსაათის“ მეშვეობით ეცნობიან გარემოს დაცვის საკითხებს. ასევე პროქეტ ,,მედიათეკელის“ ფარგლებში იმართება ,,საბავშვო თეატრის“ მსახიობების მიერ წიგნის კითხვა და გათამაშება. (ვაკის მედიათეკა) 3) სკოლების ორგანიზებული ვიზიტები. 4) ინტელექტუალური შეჯობრი სკოლებს შორის ,,დებატები“, რომელიც სამგორის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ჩატარდა. (ვარკეთილის მედიათეკა) 5) თბილისის მედიათეკა შეუერთდა საქველმოქმედო აქციას ,,ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი“ (ვაკის მედიათეკა) 6) 2016 წლის ივნისიდან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს “დემოკრატიის მხარდაჭერა 2016“ პროგრამის ფარგლებში თბილისში, კერძოდ კი ვარკეთილის რაიონში დაიწყო პროექტის „Varketili Urban Activity LAB: Community Driven Neighborhood Renewal in Multi-ethnic Suburb of Tbilisi” განხორციელება. პროექტი, რომელიც თანადაფინანსებულია სოლიდარობის ფონდის (Solidarity Fund) მიერ, ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია განვითარების პოლიტიკის ფონდი (Development Policy Foundation) პარტნიორებთან ერთად: თბილისის მედიათეკების გაერთიანება, სათემო ცენტრი „საქართველოს ეზიდთა სახლი“, პარტიზანული მებაღეობა, ევროპა ჩვენი სახლი და ახალგაზრდა ჰუმანისტთა ასოციაცია. 7) ,,ჩვენ და პატარა მკითხველები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 12 წლამდე ასაკის, სამგორის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. მათ ევალებოდათ წიგნების წაკითხვა და შემდეგ საყვარელი პერსონაჟების დახატვა, წიგნზე მსჯელობა და სიუჟეტის გათამაშება. (ვარკეთილის მედიათეკა)