სიახლეები
06 აგვისტო 2017

ჯანსაღი ცხოვრების კვირეული

ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის და ახალგაზრდების მეტი აქტიურობისთვის 2017 წლის 8-11 ივნისს ეწყობა „ჯანსაღი ცხოვრების კვირეული“. კვირეული გაიხსნება 8 ივნისს, 19:00 საათზე, ვარკეთილისის მე-3 მასივში, შუამთის ქუჩაზე, #108 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღია ცის ქვეშ გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართული ბენდები „ქიმერა“,„არა“ და „პულსი“. ღონისძიებაზე ჯანსაღი ცხოვრების სტილის სხვადასხვა აქტივობები იქნება ახალგარზდებისთვის. 9 ივნისს, 17:00, ვარკეთილის მედიათეკაში ჩატარდება ნახატებისა და ფოტოების გამოფენა/კონკურსი, თემაზე ჯანსაღი ცხოვრების წესი. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები და მედიათეკის საწევრო ბარათები. 10 ივნისსმოეწყობა ექსტრემალური სპორტის სახეობების წარმოდგენა და ასევე საზაფხულო კინოჩვენება ჯანსაღი ცხოვრების თემატიკაზე. 11 ივნისს, 12:00 საათზე, გარდაბნის გზატკეცილზე კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება და მინი მარათონი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები მიიღებენ. სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადაეცამათ სასაჩუქრე ბარათები, რომლებიც საშუალებას მისცემთ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. კვირეულის მთავარი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. ჯანსაღი ცხოვრების კვირეულს ახალგაზრდებისთვის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის, მერიის სამგორის რაიონის გამგეობა ატარებს.