სიახლეები
26 ივნისი 2017

"პატარა მედიათეკელის" შემაჯამებელი ღონისძიება

თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალში "პატარა მედიათეკელის" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მონაწილე ბავშვებთან და პედაგოგებთან ერთად თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაციც დაესწრო. პატარებმა ახალი მედიათეკა დაათვალიერეს. მოეწყო ვიქტორინები განვლილი მასალის მიხედვით. ასევე გაიმართა მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა, რომლიდან შემოსული თანხაც ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდს გადაეცა. საბავშვო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის “მედიათეკელი" მეორე სეზონი 4 თვის განმავლობაში წარმატებით მიმინარეობდა თბილისის მედიათეკის ვაკის და ვარკეთილის ფილიალებში. პროექტი აერთიანებს რამდენიმე მიმართულების ინტერაქტიულ შეხვედრებს: მოგზაურობა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მსახიობებთან ერთად, ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, მუსიკის საათი, გავეცნოთ ხელოვნებას, ეკოსაათი (გარემოს დაცვა), ფოტოხელოვნება, უნარების სახელოსნო ,,ლეგო“, ფსიქოლოგია (სხეულის ენა), კინოსა და ანიმაციის სამყარო და მკითხველთა კლუბი. შემოდგომიდან პროექტი უკვე სამივე მედიათეკაში განახლდება და პატარებს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.