სიახლეები
01 ოქტომბერი 2017

დაიწყო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა “მედიათეკელი“

დაიწყო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა “მედიათეკელი“, რომელიც 30 სექტემბრიდან, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის, ნაძალადევის და ვარკეთილის ფილიალებში გაიმართება 6-დან 9 წლამდე ბავშვებისთვის და 10-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის. პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე. შეხვედრები გაიმართება შაბათს 13:00-დან 15:00 საათამდე, კვირაობით 14:00-დან 16:00-მდე. რეგისტრაცია შესაძლებელია მედიათეკის სამივე ფილიალში. შეხვედრები ჩატარდება ყოველ შაბათს, ხოლო ვაკის მედიათეკაში შაბათ-კვირას, დღის საათებში. პროგრამა შედგება საგნებისაგან: • მოგზაურობა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მსახიობებთან ერთად • ხატვის და ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი • „მუსიკის საათი “ • “გავეცნოთ ხელოვნებას“ • „ეკოსაათი“ • მკითხველთა კლუბი • ანიმაციის სამყარო (მხოლოდ 10-15 წლამდე მოზარდებისთვის) • თოჯინების ტექნოლოგია (მხოლოდ 10-15 წლამდე მოზარდებისთვის) პროექტის ფარლებში მოწვეულნი იქნებიან კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ თავიანთ პროფესიაზე და ბავშვებს მოუყვებიან საინტერესო ისტორიებს. ფასები და პირობები: ვაკის ფილიალში 3 თვიანი პროგრამის ღირებულებაა 75 ლარი, რაც ყოველთვიურად 1 ბავშვზე შეადგენს 25 ლარს. შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლების პაკეტებით: 3 თვის ერთიანად გადახდის შემთხვევაში 75-ის ნაცვლად გადაიხადეთ 60 ლარი. ფასდაკლება შეეხება საოჯახო პაკეტსაც, 2 ან მეტი ბავშვისთვის 3 თვიანი აბონემენტის ღირებულება 1 ბავშვზე უდრის 50 ლარს. ნებისმიერი ტიპის აბონემენტის შეძენისას ბავშვი გახდება მედიათეკის წევრი და ისარგებლებს 6 თვიანი საბაზისო პაკეტით, რისი საშუალებითაც ყოველდღე ექნება წვდომა მედიათეკის სამივე ფილიალის რესურსთან. ვაკის ფილიალში ინტერაქტიული შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს და კვირას, დღის საათებში. ნაძალადევის ფილიალში დაგეგმილ პროგრამებზე დასასწრები აბონემენტის 1 თვის ფასია 20 ლარი. ერთდროულად 3 თვის გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება და ფასი შეადგენს 50 ლარს. საოჯახო პაკეტი 2 ან მეტი ბავშვისთვის: 3 თვიანი აბონემენტის ფასი შეადგენს 1 ბავშვზე 40 ლარს. ნებისმიერი ტიპის აბონემენტის შეძენისას ბავშვი გახდება მედიათეკის წევრი და ისარგებლებს 6 თვიანი საბაზისო პაკეტით, რისი საშუალებითაც ყოველდღე ექნება წვდომა მედიათეკის სამივე ფილიალის რესურსთან. ნაძალადევის ფილიალში ინტერაქტიული შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს, დღის საათებში. ვარკეთილის ფილიალში დაგეგმილ პროგრამებზე დასასწრები აბონემენტის 1 თვის ფასია 15 ლარი. ერთდროულად 3 თვის გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება და ფასი შეადგენს 35 ლარს. საოჯახო პაკეტი 2 ან მეტი ბავშვისთვის: 3 თვიანი აბონემენტის ფასი შეადგენს 1 ბავშვზე 25 ლარს. ნებისმიერი ტიპის აბონემენტის შეძენისას ბავშვი გახდება მედიათეკის წევრი და ისარგებლებს 6 თვიანი საბაზისო პაკეტით, რისი საშუალებითაც ყოველდღე ექნება წვდომა მედიათეკის სამივე ფილიალის რესურსთან. ვარკეთილის ფილიალში ინტერაქტიული შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს, დღის საათებში. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 24 10 24; 599434147