მედია
პროექტები

პროექტი ,,მედიათეკელი"  შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი ბავშვებისა და მოზარდებისათვის, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას იმართება ვაკისა და ვარკეთილის მედიათეკის ფილიალებში. პროექტი მრავალფეროვანია და შედგება შემდეგი საგნებისაგან: მოგზაურობა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მსახიობებთან ერთად, ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, მუსიკის საათი, გავეცნოთ ხელოვნებას, ეკოსაათი (გარემოს დაცვა), ფოტოხელოვნება, უნარების სახელოსნო ,,ლეგო“, ფსიქოლოგია (სხეულის ენა), კინოსა და ანიმაციის სამყარო და მკითხველთა კლუბი.