ფილიალები
ვაკე

ვაკის პარკში მდებარე მედიათეკა თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულება და თბილისის მედიათეკების პირველი ფილიალია, რომელიც 2013 წლის 29 მარტს გაიხსნა და, მას შემდეგ, უწყვეტად ფუნქციონირებს.

პარკის სიმწვანეში მოქცეული ორსართულიანი შენობის პირველი სართული ბიბლიოთეკას, სამკითხველო დარბაზს, მულტიმედიურ ოთახსა და კომპიუტერულ სივრცეებს ეთმობა, ხოლო მეორე სართულზე განთავსებულია ვერანდა. მედიათეკის მდიდარი ბიბლიოთეკა მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ლიტერატურას და დარგობრივ გამოცემებსაც, რაც აქაურობას ნებისმიერი პროფესიის მქონე მომხმარებლისთვის ერთნაირად საინტერესოს ხდის.

მედიათეკის სერვისით სარგებლობისთვის უნდა შეიძინოთ ერთჯერადი საშვი ან ერთთვიანი და სამთვიანი ბარათი, რომლებსაც ადგილზე აიღებთ. ბარათით შეგიძლიათ გაიტანოთ წიგნი, ისარგებლოთ ბიბლიოთეკით, wi-fi-თ, კომპიუტერული მომსახურებით, ასევე დაესწროთ პრეზენტაციებს და მედიათეკის სივრცეში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებს.

ბარათი ა ითვალისწინებს წიგნის ადგილზე მოხმარებას ან გატანას 10 დღით (ერთჯერადი გადავადებით), სამუშაო სივრცეს, კომპიუტერს, wi-fi-ს.

ბარათ ბ-ს მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ველოსიპედით - დღის განმავლობაში 30 წუთით, ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

სამუშაო განრიგი: სამშაბათი-კვირა, 11:00-00:00.

დასვენების დღე: ორშაბათი (ასევე ოფიციალური დასვენების დღეები).

მისამართი: ვაკის პარკი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #76.

ტელ.: 2 24 10 24.