ფილიალები
ვარკეთილი

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ვარკეთილის ფილიალი ქალაქის ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე აჭურვილი და თანამედროვე შენობაა, რომელიც ასობით მომხმარებელს ემსახურება. ფილიალი 2013 წლის ზაფხულში გაიხსნა და მალევე იქცა ადგილობრივთა თუ მეზობელი უბნების მოსახლეობისთვის კომფორტულ სამუშაო და სხვადასხვა ხასიათის შეხვედრებისთვის ხელსაყრელ სივრცედ.

ორსართულიანი შენობა მოსახერხებლადაა დაყოფილი სამუშაო, საგამოფენო, მულტიმედიურ და საბავშვო ზონებად, მუშაობისას დასვენების მსურველებს კი შეუძლიათ ისარგებლონ შიდა ეზოთი.

მედიათეკის სერვისებით სარგებლობის მსურველებს ადგილზე შეგიძლიათ აიღოთ ერთჯერადი ან სამთვიანი ბარათი, რაც საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ ბიბლიოთეკით, wi-fi-თ, კომპიუტერული მომსახურებით, გაიტანოთ წიგნი, ასევე დაესწროთ პრეზენტაციებს და მედიათეკის სივრცეში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობას.

ბარათი ა ითვალისწინებს წიგნის ადგილზე მოხმარებას ან გატანას 10 დღით (ერთჯერადი გადავადებით), სამუშაო სივრცეს, კომპიუტერს, wi-fi-ს.

შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

სამუშაო განრიგი: სამშაბათი-კვირა, 10:30-18:30.

დასვენების დღე: ორშაბათი (ასევე ოფიციალური დასვენების დღეები).

მისამართი: ვიქტორ კუპრაძის #2.

ტელ.: 2 20 76 28.